მულტიფუნქციური სივრცე „მონოჰოლი“, რომელიც 2000 ადამიანს იტევს, 28 სექტემბერს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. სწორედ 28 სექტემბერს ივენთების სერია DCBL „MONO HALL“-ში, რომელიც ბაქრაძის 2 ნომერში მდებარეობს, მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სცენის ლეგენდად წოდებულ ბრიტანელ დაბ-ტექნო პროდიუსერს Andy Stott წარმოგიდგენთ.
მისი სადებიუტო ალბომი Merciless 2006 წელს გამოვიდა, შემდეგ მოჰყვა Unknown Exception და Luxury Problems, 2014 წელს კი მისი რელიზი Faith In Strangers Resident Advisor-ის გამოკითხვის მიხედვით 2014 წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა. Andy Stott-ის ჟღერადობა უნიკალური და განსხვავებულია, რაც მრავალი წარმატებული ექსპერიმენტით არის განპირობებული.
სთოთთან ერთად ლაივ შესრულებით მსმენელის წინაშე ასევე ბრიტანული სცენის გამორჩეული მოღვაწე და Delsin Records-ის ოჯახის წევრი Claro Intelecto წარდგება. ტექნოსა და ჰაუსის საკუთარი უნიკალური ფორმებით წარმოდგენა კლაროს სავიზიტო ბარათია. Peace of mind EP-ის გარდა, მისი მნიშვნელოვანი რელიზებია “Metanarrative” და “Reform Club”, ასევე რემიქსი რომელმაც მისი კარიერა განსაზღვრა, depeche mode’s 1982 “Leave in silence”. კლარო ახალი რელიზით დელსინს 2017 წელს, ალბომით “Exhilator” დაუბრუნდა, ბოლო ალბომის “Reform Club”-ის რელიზიდან კი 5 წლის გასვლის შემდეგ “Exhilarator” კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ახალი რელიზი ნამდვილად მაღალი ხარისხისაა და დრომ მისი როგორც პროდიუსერის სახელი მნიშვნელოვნად გააძლიერა. არტისტებს მასპინძლობას ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლადუკა ნინუა პროექტით OIMACTTA და კლუბ მტკვარზე-ს რეზიდენტი BERO გაუწევენ.