თბილისს ტექნო მუსიკის სამი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ეწვევა

0
1919

21 აპრილს, იპოდრომზე, “kvARTali“ წარმოგიდგენთ მსოფლიოში სახელგანთქმულ დიჯეებს, რომლებიც გპირდებიან ისეთ საღამოს, როგორიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

პირველი არტისტი, რომელიც სტუმრების განწყობაზე იზრუნებს, ელექტრონული მუსიკის სამყაროში განსხვავებული ხედვებითა და ინოვაციების სიყვარულით განთქმული, ფრანგი DJ “Rodriguez Jr.” გახლავთ. Rodriguez Jr.-ის ლაივის შემდეგ, მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკის სამყაროში რემიქსების მონსტრის ზედმეტსახელით ცნობილი, ირლანდიელი მუსიკოსი Matador წარსდგება.

kvARTali-ს ივენთს Amnezia-ს რეზიდენტი და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ესპანელი DJ Paco Ossuna დახურავს, რომელიც თანამემამულე მუსიკოსებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

იპოდრომის დახურული სივრცე kvARTali-ს სტუმრებს საღამოს 10 საათიდან ელის. უცხოელი ტექნო არტისტების გამოსვლამდე, თქვენთვის დაუკრავს ქართველი dj გიო შენგელია. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ eventer.ge-ზე. მსმენელისთვის კომფორტის შექმნის მიზნით ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან.

ცნობისთვის უკრაინული გამოცდილების მქონე ივენთ მენეჯერების მიერ დაფუძნებულ kvARTali-ს, ივენთის ორგანიზებაში ეხმარება ქართულ ბაზარზე გამოცდილი კომპანია The mad fox tales. kvARTali მსგავს ივენთებს მომავალშიც გამართავს. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, სახელგანთქმული ტექნო არტისტების ჩამოყვანა ყოველ კვარტალში ერთხელ იგეგმება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here