16.8 C
Tbilisi
Wednesday, June 7, 2023

თბილისს რეპერი L’ONE ეწვევა

19 ივნისს კლუბი “ტრიუმფი“ ლეიბლის Black star inc წამყვან შემსრულებელს, ქართველი წარმოშობის რუს რეპერს, L’ONE–ს უმასპინძლებს. კონცერტს ივენთ–კომპანია “თბილისი სითი” წარმოადგენს.

საღამოზე შემსრულებლის ახალი ალბომის “БЕЗ ЛОКТЕЙ“ პრეზენტაცია გაიმართება, ცოცხალი ბენდის თანხლებით L’ONE ახალ ჰიტებსაც შეასრულებს.

ივენთთან დაკავშირებით რადიო ”ფორტუნა” ქართველ Dj-ის გიგი ჩიჩუას გაესაუბრა. როგორც ჩიჩუამ აღნიშნა, ის კონცერტის დაწყებამდე და კონცერტის შემდეგ დაუკრავს. მისივე ინფორმაციით, L’ONE-თან ერთად საქართველოს Dj booch-იც ეწვევა.

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთები 25 აპრილიდან TKT.GE ზე გაიყიდება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები