თბილისს ახალი სივრცე BF Pub Restaurant შეემატა. ობიექტი სტუმრებს 140 დასახელების ქართულ-ევროპულ სამზარეულოსა და ლუდის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. გარდა ამისა, BF-ის ბარში სტუმრებს სხვადასხვა სახის კოქტეილის დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვთ, ამასთან ერთად სტუმრების განწყობაზე ბარმენი თავისი პატარა შოუთი იზრუნებს. ყოველ პარასკევს და შაბათს კი BF Pub Restaurant-ში ცოცხალი მუსიკა გაჟღერდება. აქვე უნდა აღინიშნოს, ისიც რომ ქართული სამზარეულოდან კერძების დაგემოვნება 15 ლარიდან 35 ლარამდეა შესაძლებელი.