თბილისობის გალაკონცერტი 8 ოქტომბერს, ლეღვთახევში, რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. აჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ახლებური ინტერპრეტაციებითა და არანჟირებებით, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან.
კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, რომელმაც მონაწილე მომღერლების სია და რეპერტუარი შეადგინა, რუსა მორჩილაძე გახლდათ, ხოლო კონცერტის რეჟისორი – დავით დოიაშვილი.
კონცერტში მონაწილეობდნენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, სტეფანე, ანრი ჯოხაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, „შვიდკაცა“, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“, დათუნა მგელაძე, დავით გომართელი, გიო ხუციშვილი და სხვა შემსრულებლები. ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი, რამდენიმე მუსიკალურ ბენდთან ერთად, ანსამბლი „სუხიშვილები“.
კონცერტზე ასევე ცნობილი გახდა იმ ადამიანების სახელები და გვარებიც, ვინც საპატიო თბილისელის ტიტულით დაჯილდოვდნენ და სიმბოლურად, ქალაქის გასაღებები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადასცა. ფოტოგალერეა