თბილისიში ახალი სასტუმრო „Art Teva Hotel”–ი გაიხსნა

0
1581

ქართულმა კულტურამ, ფოლკლორმა, კერძებმა და სხვა ღირსშესანიშნაობებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაგვითქვა სახელი, რაზეც ის ფაქტიც მოწმობს, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამჯერად, ჩვენს დედაქალაქში კიდევ ერთი სასტუმრო, სახელწოდებით „Art Teva Hotel”-ი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც როგორც ტურისტებს ასევე ადგილობრივ მსურველებსაც უმასპინძლებს. გახსნის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა, რომელიც კონკურსის „გოლდენ ბრენდის“ დამფუძნებლის გიორგი მასხულიასა და და ჟურნალ „ჯი ემ სთარის“ ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას ცნობილი სახეები, ტელეწამყვანები, მომღერლები, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და სხვები ესწრებოდნენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სასტუმროს წარმომადგენლებმა მოწვეული სტუმრები სხვადასხვა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო დიპლომებითაც დააჯილდოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here