თბილისის ზღვაზე შეკრებილი ქართველი სელებრითები

0
2236

როცა მცხუნვარე მზისა და გრძელი დღეების გამო კანის ფერი მუქდება, მოკლე საღამოების ფონზე მუსიკა უფრო ხმამაღლა ჟღერს და კაბის სიგრძე საგრძნობლად მცირდება. ამ დროს უფლება გვაქვს უკან მოვიტოვოთ ყველა საზრუნავი და თავით გადავეშვათ აქტიური დასვენების სამყაროში, ყველაფერი კი მაშინ რთულდება, როცა უამრავი საქმე გვაქვს და თან ზაფხულის ცხელ დღეებს ჩვენს დედაქალაქ თბილისში ვატარებთ. თუმცა, ქართველმა სელებრითებმა გამოსავალი მარტივად მოძებნეს და აქტიური დასვენება თბილისის ზღვაზე, წყლის თხილამურებთან სკუტერთან და ცივ კოქტეილებთან ერთად გადაწყვიტეს. ცნობილმა სახეებმა გართობის ისეთი პოპულარული და სასურველი სპორტის სახეობები გამოცადეს, როგორიცაა: წყლის ველოსიპედი, სკუტერი, ნაოსნობა და წყლის თხილამურები. ეს შანსი არც ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა გაუშვა და ცხოვრებაში პირველად, წყლის თხილამურებზე დადგა. ცნობილმა ქალბატონებმა კი შხაპუნა წვიმის ფონზე კატერით გაისერინეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here