თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 18 სექტემბერს გაიხსნება – როგორი იქნება პროგრამა

0
1560

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 18 სექტემბერს გაიხსნება და 9 ოქტომბრამდე გასტანს. ღონისძიებას ექნება საერთაშორისო, ქართული სპექტაკლებისა და კლუბის პროგრამები.

საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში სულ 8 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის „ალუბლის ბაღი“ (ბუქარესტის ნაციონალური თეატრი), „ბოლო პაემნები“ (ფომენკოს თეატრი-სახელოსნო), „კუ“ (ემილია რომანას თეატრალური ფონდი), ჩეხოვის პირველი პიესა (დედ ცენტრი) და სხვები.

ქართული სპექტაკლების პროგრამა 2009 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან ერთად დაფუძნდა და ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ის  გასული  სეზონის  ერთგვარი შეჯამებაა და ყველა დაინტერესებულ თეატრს და კომპანიას საშუალებას აძლევს, თავიანთი ნამუშევარი და ინიციატივები წარუდგინოს საერთაშორისო სტუმრებს.

შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების  მიზნით.  ქართული შოუქეისი  ერთგვარ თეატრალურ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს: დრამატულ თეატრს, თანამედროვე ცეკვასა და თანამედროვე დრმატურგიას, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდან.

პროგრამა  თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა  სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. სარეკომანდაციო  ჯგუფი შედგება  თეატრის კრიტიკოსებისაგან  –  5 ადამიანი –  რომელიც   თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს მიერ დასახელდა.  ქართული სპექტაკლების პროგრამაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: რეჟისორები, ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, პროდიუსერები და ჟურნალისტები.

წელს ზემოხსენებულ  პროგრამაზე 80-მდე  საერთაშორისო სტუმარს ელოდებიან. წარდგენილი იქნება „სახეები“, რევიზორი“, ბალიშის კაცუნა“ და სხვა სპექტაკლები.

რაც შეეხება კლუბის პროგრამას – ის ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილია.

პირველად ფესტივალის კლუბი 2009 წელს წარადგინეს, წელს კი ის „პრემიერასაც“ სთავაზობს მაყურებელს.  ეს არის საღამოები სპექტაკლების მერე; განსაკუთრებული საუბრები ხელოვნებაზე; თეატრზე; ემოციისგან დაცლა დისკუსიით და გაზიარებით;  ღვინის  თანხლებით და სექტემბრის განუმეორებელი ხიბლით. ეს პროგრამა „სტრადაში“ გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here