თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 167-ე საოპერო სეზონი გაიხსნა, ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“. სპექტაკლი გამოჩენილ ქართველ ტენორს ზურაბ სოტკილავას ხსოვნას მიეძღვნა. ეთერის როლი ხათუნა ჭოხონელიძემ შეასრულა და როგორც მან გვითხრა მისთვის ქართველი ტენორის ხსოვნისადმი მიძღვნილ ოპერაში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი გახლდათ. გეტყვით იმასაც, რომ სპექტაკლი სამ მოქმედებად გაიმართა.