თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ხსნის. 17 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება „აბესალომ და ეთერი“. დადგმაში მთავარ პარტიებს ასრულებენ: თეიმურაზ გუგუშვილი, მაყვალა ასპანიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძე, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე, ირინა შერაზადიშვილი, ფილიპე ღაჭავა, ალექსანდრე თიბელიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: თბილისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დამდგმელი რეჟისორი: გიზო ჟორდანია
დამდგმელი მხატვარი: გიორგი ალექსი-მესხიშვილი
დამდგმელი ქორეოგრაფი: ილიკო სუხიშვილი
ვიდეოპროექცია: დავით მაჭავარიანი