მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩამდე, მოდა არ არის. ეს მოდის კერპის დიზაინერი კოკო შანელის სიტყვებია, რომელსაც მსოფლიოში არაერთი წამყვანი დიზაინერიც ეთანხმება. ბუნებრივია, რომ მსოფლიოს არც საქართველო ჩამოუვარდება და ნიუ იორკის ფეშენ ვიკის შემდეგ თბილისის ჯერიც დადგა. ეს უკანასკნელი, 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. კვირეულის მესამე დღეს კი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დიზაინერების ჩვენებები გაიმართა. მოდის მოყვაულების წინაშე კი პირველი უკრაინული ბრენდი, Sayya წარსდგა.