თბილისის მოდის კვირეული ქეთი ჩხიკვაძის გამორჩეული ჩვენებით დაიხურა

მოდა, ხელოვნება, კრეატივი ეს ყველაფერი თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში სინთეზში იყო მოქცეული. კვირეულის ფარგლებში 20 მდე ღონისძიება ვიხილეთ, რომელთა შორის იყო ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები. მე-17 სეზონი კი ქეთი ჩხიკვაძის შოუ-ჩვენებით დაიხურა, რომელიც გარდენ ჰოლში გაიმართა. ხელოვნური თოვლი, ფერადი ქსოვილები და მოქარგული ყვავილები ქეთი ჩხიკვაძემ თბილისის მოდის კვირეულის სტუმრები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ამოგზაურა.

Scroll to Top