თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პრემიერა შედგება

0
1228

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „ჰორიზონტის“ პრემიერა შედგა. ეს უკანასკნელი რეჟისორის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი მეუღლეების, გიორგისა და ანას განშორების ერთი შეხედვით უმტკივნეულო პროცესზე მოგვითხრობს. გიორგი დაშორებას ვერ ეგუება, სჯერა, რომ სიყვარული მარადიულია. ანა კი ურთიერთობის დასასრულს ელოდება. დასასრული ორივესთვის მოულოდნელი და გაურკვევლობით სავსეა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფილმი მონაწილეობას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართულ კონკურსში იღებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here