თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში “არტ გენი 2018”-ის სცენა უკვე მეორედ ჯგუფ “ასია სოულს” დაეთმო

0
1545

ყველაზე ქართულ და ამავდროულად ყველაზე თანამედროვე ფესტივალ “არტგენს” დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. ფესტივალმა არსებობის მანძილზე არაერთი ანსამბლის, ჯფუგის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. “არტ გენი” ქართული ნაციონალური სულისკვეთებით გამოირჩევა, რომელიც ყველა ასაკის მსმენელისთვისაა განკუთვნილი. “არტ გენი 2018”-მა სტარტი 21 ივნისს, რეგიონალური ტურნეთი აიღო, 15 ივლისს კი ფესტივალი თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდება.
თბილისური არტ-გენი ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა ინსაითმა გახსნეს. 9 ივლისს კი მსმენელის წინაშე ჯგუფი “ასია სოულ”-ი ექსპერიმენტალური მუსიკით წარსდგა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here