ქართული ფოლკლორი და ისტორია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა, რაც უამრავი ტურისტის ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. სასტუმრო „ფოლკი“ კი სწორედ, ის სივრცეა, სადაც მისული ადამიანები ქართულ კულტურას შეიგრძნობენ. სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. ფოლკი ბუტიკური ტიპის 30 ნომრიანი დიზაინ სასტუმროა, რომლის დიზაინშიც მე-18 საუკუნის სამოსის ელემენტებია შეტანილი. სასტუმრო თბილისის ძველ ისტორიულ უბანში კრწანისის სკვერში მდებარეობს.