გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტი გრეგორი პორტერი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საკუთარ კვინტენტთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგა. ჯაზ-ვოკალისტმა სიმღერები ბოლო ალბომიდან „Nat king cole & me“ შეასრულა. ეს მისი ბოლო ნამუშევარია, რომელიც ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა. გეყვით, რომ გრეგორი პორტერი ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როდესაც საყვარელი მუსიკოსის, ნეტ კინგ კოულის ცნობილი სინგლი Once upon a time და I had a dream about შეასრულა, რომლის სადებიუტო ჩანაწერი სახლის პირობებში გააკეთა.