„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება

0
1612

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 13 ივლისს, 21:00 საათზე, ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება ვარკეთილი 3-ის, პირველ მიკრო-რაიონში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

პლატფორმა “თბილისის ცის ქვეშ” ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, შემდეგი ღონისძიება 22 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. ვაკის პარკში მსმენელის წინაშე SWEELINCK ORCHESTRA – ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი წარსდგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here