„თბილისის ცის ქვეშ“ – დედაქალაქის მერია ახალ პლატფორმას ქმნის

0
1236

თბილისის მერია კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას – „თბილისის ცის ქვეშ“ ქმნის, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელონ.

ახალი პლატფორმის ფარგლებში ქალაქში იგეგმება კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების მოწყობა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება შესაძლებელი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს გააერთიანებს, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

„ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ქალაქში იქნება კონკრეტული ლოკაციები მოცემული, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები – კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ვფიქრობ, ამით ახალ სიცოცხლეს შემოვიტანთ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ ადგილებზე და ცენტრალურ ქუჩებზე. მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება კონკრეტული ადგილები, სადაც კონცერტები და ეს პროექტი განხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინა პლანზე წამოვიდეს კულტურა და ხელოვნება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს შექმნის.

“პროექტი გააერთიანებს ერთ პლატფორმაზე სხვადასხვა ხელოვანებს და ორიენტირებული იქნება მოსახლეობაზე და ტურისტებზე. პლატფორმა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, თბილისს აქცევს შემოქმედებით ქალაქად. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ თბილისი გახდეს რეგიონის კულტურის დედაქალაქი. ასეთი ღონისძიებების ლოკაციები შესაძლოა იყოს ვერის პარკი,  დედაენის პარკი, მუშტაეთის პარკი, გლდანის პარკი, პირველი რესპუბლიკის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი,“ – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ახალი პლატფორმის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში, მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.

ნინო ქათამაძე:

თუ ნამდვილად მოხერხდა და მოქალაქეების ჩართულობა იქნება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს პლატფორმა იძლევა საშუალებას, ვფიქრობ, ქალაქი სხვა მხრივ გამოცოცხლდება. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხედვა…

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here