Tbilisi Open Air-ის პროგრამა ცნობილი 19 მარტს გახდება

0
1009

Tbilisi Open Air 19 მარტს, 14:00 საათზე, „ფაბრიკაში“ პრესკონფერენციას მართავს.

ღონისძიებაზე 2019 წლის ფესტივალის ჰედლაინერთა ვინაობა, თარიღებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი. მონაწილეები თანასწორობისა და მრავალფეროვნების სოციალური კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალია. ის 2009 წელს დაარსდა და ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, Archive, DDT, Tom Odell, Tricky, Air, Sevdaliza, Roman Flugel… საერთო ჯამში – ათასამდე მუსიკოსი.

2019 წელს ფესტივალი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here