10.8 C
Tbilisi
Monday, November 14, 2022

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს ოფიციალური განცხადებით უპასუხებს

ტელეკომპანია “იმედმა“ რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გაწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რომელიც შალვა რამიშვილის პოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობას და ასევე რამდენიმე გადაცემის, მათ შორის “ილო ბეროშვილის შოუს“ მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი. რამიშვილმა განაცხადა, რომ არ მიუღია არანაირი განმარტება კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიზეზების შესახებ. დღეს კი მან გაავრცელა ახალი კომენტარი, სადანაც ირკვევა, რომ შესაძლოა, მისი გათავისუფლება თითქოსდა არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ კადრებს უკავშირდება, რომლებიც “იმედის“ ყოფილ თანამშრომელს, თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს…

შალვა რამიშვილის განცხადებაში ვკითხულობთ – “ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი – ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი.

აგრეთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო რუსთავი 2 ის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი.

მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ საჯაროდ განახცადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში“.

musicbox.ge დაუკავშირდა თათია სამხარაძეს.

თათია, გვაინტერესებს, რა კომენტარს გააკეთებთ შალვა რამიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

ვერ გავაკეთებ კომენტარს. დაელოდეთ ჩემს ოფიციალურ განცხადებას, ძალიან დიდი ბოდიში.

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები