თათია დოლიძემ და ვაკო თურნავამ დაოჯახება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს. წყვილი ჯერ დაიწინდა, შემდეგ დაინიშნა და ახლა გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადებიან. როგორც თათიამ ჟურნალ „სითის“ განუცხადა, ნიშნობის დღეს ბედნიერებისგან იტირა.
„ხელი ვიწრო წრეში მოვაწერეთ, მხოლოდ ოჯახის წევრები და მეჯვარეები ესწრებოდნენ. ხელის მოწერის დროს, გულიც კი ამიჩუყდა და ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა. ზაფხულში უკვე მასშტაბურ ქორწილს ვგეგმავთ, რომელსაც ვაკო გაუწევს ორგანიზებას. ქორწილში ჩვენი უცხოელი მეგობრებიც ჩამოვლენ. დედოფლური ცერემონიალი მინდა, რაც შეეხება კაბას, ვფიქრობ არჩევანს „ქალთევზას“ სილუეტის კაბაზე შევაჩერებ.