“ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებამდე, სულ ცოტა დრო რჩება, წელს პროექტში რამდენიმე უცხოელი კონკურსანტიც მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის არის ჯასპერ ბლექი და ბრაზილიელი მოდელიც.
მონაწილეების ზუსტი სია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დღეს კიდევ ერთი კონკურსანტის შესახებ გახდა ცნობილი, წარმატებისთვის პროექტში თათია დოლიძეც იბრძოლებს, რომელიც გაეროში საქართველოს ახალგაზრდების წარმომადგენელია.
1 წლის წინ, როცა თათია დოლიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე და საქართველოში კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა, მის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო.