თათა გიორგობიანი: „როცა პირადად გამიცნობენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან – აი, ხომ ვიცოდით, რომ ლამაზი ხარ, თურმე, როგორი ჭკვიანიც ყოფილხარო…“

0
2077

გელა გნოლიძის ბენდის წევრი, მშვენიერი მომღერალი, თათა გიორგობიანი ჟურნალ „გზასთან“ მოძველებული სტერეოტიპების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს:

„საერთოდ, არ მიყვარს, როდესაც გოგონები რაღაცას ამტკიცებენ, უბრალოდ, როცა პირადად გამიცნობენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან – აი, ხომ ვიცოდით, რომ ლამაზი ხარ, თურმე, როგორი ჭკვიანიც ყოფილხარო. რატომღაც, ცოტა რთულია, ლამაზი ქალისგან ელოდე რაიმე უფრო ღრმააზროვანს… ჩემ მიმართ არსებულ ამ სტერეოტიპს მტკივნეულად, მძაფრად არ აღვიქვამ. ვფიქრობ, საქმეში ჩანს, ვინ რას წარმოადგენს. ადამიანმა ამაზე არ უნდა ილაპარაკო – საქმით უნდა დაამტკიცო…

მგონი, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სტერეოტიპი უკვე მოძველებულია. არ ვიცი, თუ კიდევ დარჩა ვინმე, ვინც ვერ იაზრებს, რომ უფლებრივ თანასწორობაზეა საუბარი, თორემ მამაკაცი და ქალი თანასწორები თუნდაც ფიზიოლოგიურად  რომ არ არიან, ამას არავინ ამტკიცებს და ვერც დაამტკიცებს. შესაბამისად, ადამიანების ბიოლოგიური, სოციალური, ფიზიოლოგიური როლი სხვადასხვაა, თუმცა, თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით, ყველანი ღვთის შვილები ვართ და უფლის თვალში თანაბარი ვართ…

მგონი, ის სტერეოტიპი მოძველდა, თითქოს ქალებს გვჩაგრავენ. არა მგონია, ამ მხრივ, უთანასწორობა იყოს, მით უმეტეს, ახლანდელ თაობაში. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ასე ვხედავ. შეიძლება, კონკრეტულ რეგიონებში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პრობლემები მაინც იყოს…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here