ტარიელ სუარი: “მე და ია ერთად აღარ ვართ!”

0
248

როგორც ტარიელ სუარი წერს სოციალურ ქსელში, მან საზოგადოებას უკვე კარგა ხანია, მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ია ფარულავას დაშორდა, თუმცა მაინც მის ქმრად მოიხსენიებენ. ამის შესახებ მან ახლახან გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა.

სხვათა შორის, აქამდეც უამრავჯერ გავრცელდა ხმა ამ წყვილის დაშორების თაობაზე, თუმცა ერთი და მეორე მხარეც ამას კატეგორიულად აურყოფდნენ. ია ფარულავა ბოლო დროს პირად ცხოვრებაზე ინტერვიუების მიცემისგან თავს იკავებდა იმ მიზეზით, რომ აღარ უნდოდა მისი და ტარიელის ურთიერთობაზე საუბარი, თუმცა იმას აღნიშნავდა, რომ ისინი ერთად იყვნენ. როგორც ტარიელი დღევანდელ სტატუსში წერს: “მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დიდი ხნის წინ მივაწოდე ინფორმაცია ჩემსა და იას დაშორების შესახებ, ჟურნალისტები დღესაც იას ქმრად მიხსენიებენ. სულ ამ თემაზე ხომ არ ვისაუბრებ? როგორ მოვიქცე, მირჩიეთ რამე! შემიძლია მუსიკის ენაზე ავხსნა…”

როგორც ჩანს, საჯარო ჩხუბების შემდეგ, წყვილმა ბოლო-ბოლო გადაწყვიტა დაშორება. მათი ყველა კამათი სოციალურ ქსელებში ინაცვლებდა და განხილვის საგანი ხდებოდა. ია და ტარიელი თითქმის ყველა წვრილმანზე კამათობდნენ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here