თამუნა მუსერიძე: „სანდროზე შეყვარებული გოგონები სახლში გვიცვივდებოდნენ და ისტერიკებს აწყობდნენ…“

0
521

ტელესახე და წამყვანი, თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე უკვე წლებია, შეუღლებულები არიან. პირველი ქორწინებებიდან თამუნას ერთი ვაჟი ჰყავს, სანდროს – გოგონა, საერთო ქორწინებაში კი ორ გოგონას ზრდიან.

როგორც თამუნა ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, მათ ოჯახშიც ყოფილა რთული პერიოდები:

„ჩვენი შეუღლება დიდმა სიყვარულმა განაპირობა. შეიძლება, ეს ბევრს არც გაუხარდა, უპირველესად – სანდროზე შეყვარებულ გოგონებს, რომლებიც პირდაპირ სახლში გვიცვივდებოდნენ და ისტერიკებს აწყობდნენ. გვქონდა რთული პერიოდებიც, ყველა ოჯახშია მცირე უთანხმოებები. წლებმა ყველაფერი დაალაგა და გვაჩვენა, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები ვართ. ჩვენი სიყვარული უფრო გამძაფრდა და შეკრული ოჯახი გვაქვს…“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here