თამუნა მუსერიძე: „ეს ნიღაბი არ წაისვათ. ჩონჩხი დავრჩი!..“

0
3731

„გთხოვთ!!! შავი ნიღაბი არ წაისვათ. ჩონჩხი დავრჩი“ – აღნიშნავს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ინტერნეტში ფართოდ რეკლამირებული შავი ნიღბის სახიდან მოცილებას ცდილობს. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. შავ ნიღაბს, რომელიც, როგორც რეკლამაშია ნათქვამი, ბამბუკისგან შედგება, სახის გასაწმენდად იყენებენ, თუმცა ტელეწამყვანს, როგორც ჩანს, ის არ გამოადგა.

სანამ ვიდეოს დადებდა, მანამდე თამუნამ ფოტო გამოაქვეყნა, შავი ნიღბით და დაწერა, რომ კარგ შედეგს ელოდებოდა, თუმცა მისი მოლოდინი არ გამართლდა. წამყვანს ზოგმა კომენტარებაში საერთოდ არ ურჩია ამ ნიღბის გამოყენება, ზოგმაც დასძინა, რომ ამ შავ მასას მხოლოდ ცხვირზე ისვამს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეკლამაში გოგონას შავი ნიღაბი მთლიან სახეზე უსვია.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tamuna.museridze/videos/10203093339011281/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=1&video_creator_product_type=2&app_id=350685531728&live_video_guests=0″ width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here