“პირველი არხი“ დილის გადაცემას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იწყებს. მას სამი წამყვანი ეყოლება, სოსო კაციტაძე, რომელმაც ახლახან “იმედის დილა“ დატოვა ხელფასის 40 %-ით შემცირების გამო, ასევე თუთა ჩხეიძე და დათო გოგოლაშვილი, “ქართული ხმების“ წევრი. აღსანიშნავია, რომ სოსო და თუთა რადიოჰოლდინგ “ფორტუნას“ თანამშრომლები არიან, დათო კი “ფორტუნას“ საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი.
სპორტის რუბრიკას გიორგი თვალაბეიშვილი გაუძღვება, რომელიც “იმედის“ ყოფილი სპორტული მიმომხილველი გახლავთ. გადაცემის პროდიუსერი კი თამუნა მუსერიძე იქნება. მას ვკითხეთ, როგორი იქნება ახალი დილის გადაცემა “პირველზე“ და რატომ გადაწყვიტა ეკრანიდან გაუჩინარება.