თამუნა მუსერიძე ადამიანებს ერთმანეთის მოძებნაში დაეხმარება

0
3177

ტელესახე თამუნა მუსერიძემ გადაწყვიტა, შეექმნა ბლოგი, რომლითაც ადამიანებს ერთმანეთის მოძებნაში დაეხმარება. როგორც თამუნამ „ფეისბუქ“-სტატუსში აღნიშნა, ასეთი საიტი საქართველოში აქამდე არ არსებობდა და თავად მოიფიქრა მისი შექმნა.

„ბევრი სერიალის ყურების, წიგნების კითხვის და ინტერნეტში ჩხრეკვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არ არსებობს საიტი, რომლის დახმარებითაც დაკარგული ადამიანები ერთმანეთს მოძებნიან. სწორედ ამიტომ გავაკეთე ბლოგი, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი ისტორიის მოყოლას, ფოტოების დადებას და ინფორმაციის განთავსებას. სურვილის შემთხვევაში, ანონიმურობა გარანტირებული იქნება. ველოდები თქვენს შეფასებებს, რჩევებს და წერილებს“ – აღნიშნულია მის სტატუსში.

14971146_10209681961378901_1150391712_n

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here