თამრიკო გვერდწითელს ბელორუსში ვარსკვლავი გაუხსნეს

0
1476

თბილისისა და მოსკოვის შემდეგ, ქართველ მომღერალს, რუსული ესტრადის წარმომადგენელს, თამარ გვერდწითელს, ბელორუსში ვარსკვლავი გაუხსნეს. „სლავიანსკი ბაზარზე“, სადაც მომღერალს წლებია, სპეციალური სტუმრისა და ჟიურის საპატიო წევრის სტატუსით იწვევენ, თამრიკო გვერდწითელი დააფასეს და მისთვის ვარსკვლავის გახსნა გადაწყვიტეს.

დავინტერესდით, გეგმავს თუ არა ის საქართველოში ჩამოსვლასა და კონცერტის გამართვას. როგორც მისმა მენეჯერმა, რეზი ახრახაძემ გვითხრა, თამრიკო გვერდწითელი საქართველოში მხოლოდ დასასვნებელად ჩამოვა, ხოლო მომავალი წლისთვის ახალი პროგრამით წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here