თამრიკო ჭოხონელიძე მაია ასათიანის შესახებ: ‘მოასვენეთ ეს ადამიანი!..’

0
2101

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მაია ასათიანის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც ტელეწამყვანი წერს, რომ არ სურს, ვინმეს საკუთარი ტანჯვა აჩვენოს შვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ გააგრძელებს ცხოვრებას როგორც ცოცხალი, სანამ საკუთარ შვილს არ შეხვდება…

თამრიკო ჭოხონელიძე სწორედ ამ თემას ეხმიანება და წერს, რომ სხვის ცხოვრებაში ჩარევა უნდა დასრულდეს.

„აღარ უნდა დამთავრდეს სხვის ცხოვრებაში ასე უნამუსოდ ჩარევები?!მოასვენეთ ეს ადამიანი!!!დატოვეთ საკუთარ ტკივილთან მარტო!!! ვინ ხართ?! რა ხალხი ხართ?! დაავადდა ერი! ერთი ადამიანიც კი თუ გამოერია ისეთი, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ასე ჩაერიოს სხვის ცხოვრებაში – თან, ასეთი ტრაგიკული ადამიანის ცხოვრებაში, საჯაროდ გაკიცხოს და „ასწავლოს“, როგორ უნდა იცხოვროს. ავად ვართ, აბა, რა!!! წადით, თქვენს საქმეს მიხედეეეეეეეთ!!! მაგრამ რა საქმეს უნდა მიხედოთ, რაც არ გაქვთ!!! სიძულვილს მაინც მოერიეთ და გაჩუმდით!!! თორემ სიყვარულით რომ ვერ დაამარცხებთ თქვენს სენს, ეს ფაქტია!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here