მოდელი თამო ვაშალომიძე ქართველი მამაკაცების გულთამპყრობელია, ის თამამი განცხადებებით და ფოტოსესიებით გამოირჩევა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე სახალხოდ არასდროს საუბრობს. თამომ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მას ულამაზესი ვარდების თაიგული მიართვეს საჩუქრად.
აშკარაა, რომ თამო საჩუქარმა ძალიან გაახარა. ვისგან მიიღო ულამაზესი თაიგული ვაშალომიძემ, ის ამაზე კომენტარს არ აკეთებს. თბილისში უკვე ჭორაობენ იმის თაობაზე, რომ მოდელმა რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ვიზიტისას, რუსულ შოუ-ბიზნესში გავლენიანი ფიგურა გაიცნო, რომელიც ვაშალომიძით მოხიბლულია და მოდელს ძვირადღირებული სიურ-პრიზებით ანებივრებს.