თამო ვაშალომიძემ, ორ თვეში ათი კილო დაიკლო – რა არის მისი საიდუმლო?

0
3376

ქართველმა სექს-სიმბოლომ, თამუნა ვაშალომიძემ წონაში საგრძნობლად დაიკლო, რასაც სწორი კვებით და ვარჯიშით მიაღწია. „ ძირითადად ცილოვან საკვებს მივირთმევდი, ნახშირწყლებს მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ვიღებდი. ვჭამდი მოხარშულ თევზს, ქათმის ფილეს, ხორცს, მწვანე ბოსტნეულს, მწვანე ვაშლს შვრიის ფაფას, წიწიბურას და ბრინჯს, ასევე კეფირს, მაწონს და უშაქრო ყავას მივირთმევდი. ვცდილობდი სამ საათში ერთხელ მეჭამა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, დროების მიხედვით ჭამა რთულია, მაგრამ მაინც ვახერხებდი. დღეში სამჯერ მაინც მივირთმევდი და საღამოს 7 საათის შემდეგ არ ვჭამდი. ამ დიეტის წყალობით ორ თვეში ათი კილოგრამი დავიკელი.  სწორი კვების გარდა ვვარჯიშობდი და კვირაში სამ დღეს სპორტულ დარბაზში ვატარებდი“ – განუცხადა “მიუზიკ ბოქსს“ მოდელმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here