ფოტომოდელმა თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა. მან თმა წითლად შეიღება და ახალი ვარცხნილობაც გაიკეთა. თამომ ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ბუნებრივია ბევრი მოწონებაც დაიმსახურა.
თამო ვაშალომიძე საზოგადოების წინაშე, პირველად შავი თმით წარსდგა, თუმცა მას შემდეგ თმის ფერი არაერთხელ შეიცვალა. ბოლოს მან თმა ღია ფერზე შეიღება და როგორც ამბობდა, ამაში ზუსტად იმდენი ფული გადაიხადა, რომლითაც ავტომობილს იყიდდა.