თამო ვაშალომიძე უკანალის დაზღვევას აპირებს

0
770

თამო ვაშალომიძე გახდაზე არასოდეს ამბობს უარს – იქნება ეს ფოტოსესია თუ მოდური ჩვენება. საზოგადოებასაც მოდელი გახდილი უფრო მეტჯერ უნახავს, ვიდრე ჩაცმული და ის რაც ყველაზე კარგად გვამახსოვრდება მისი მომრგვალებული ადგილები – მკერდი და უკანალი გახლავთ – სწორედ ამ უკანასკნელის დაზღვევას აპირებს ეპატაჟური მოდელი.

როგორც ვაშალომიძემ Music Box-ს განუცხადა უკვე მიმართა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში სხეულის ორგანოების დაზღვევა როგორც ჩანს არც ისე პოპულარულია, შესაბამისად ამ სერვისით სარგებლობის ფუფუნება არც ერთ მათგანში არ ჰქონია. მოდელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი საჯდომის დაზღვევა და ამბობს, რომ თუ საქართველოში ვერ დააზღვევს, მაშინ ამას საზღვარგარეთ აუცილებლად გააკეთებს, თუმცა საინტერესოა რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს მოდელის საამაყო უკანალს…