როგორც ჩანს, მოდელი თამო ვაშალომიძე თავის სამწლიან ურთიერთობას მალავდა. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებს ნამდვილად გამოაპარა და ახლახან მის „ფეისბუქზე“ დადებული ფოტო, სადაც ჩანს, როგორ აჩუქეს მას ნიშნობის ბეჭდები, ყველასთვის სიუპრიზი გამოდგა.
როგორც თამომ გვითხრა: „გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ დავინიშნე.
ვინ არის შენი რჩეული?
თამო:
მას ინკოგნიტოდ დავტოვებ (იღიმის). ისიც ცნობილია თავის საქმეშიც და მეც. სამი წელი ამიტომ არ გავასაჯაროვეთ ჩვენი ურთიერთობა. არც ვაპირებდი… გუშინ სიუპრიზი გამიკეთა და ისე, რომ არ ველოდებოდი, საქართველოში ჩამოფრინდა. ვინაობას ქორწილის დღეს გაიგებთ, მაგრამ ჯერ ქორწილს არ ვგეგმავთ.
ქართველია?
კი, ქართველია, მაგრამ აშშ-ში ცხოვრობს, დიდი ხანია.