“ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელი, თამარა გაჩეჩილაძე უკრაინაში, საქართველოს საელჩოში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება და საქართველოს ელჩთან უკრაინაში, მიხეილ უკლებასთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.
გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის “Keep the Faith” მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა).