5.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

თამარ ივერი: „რატომ არის დიდ მარკეტებში ასეთი უგემური ხილ-ბოსტნეული?!.“

თამარ ივერი სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის ხარისხს უჩივის. საოპერო მომღერალი ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებას „ფეისბუქზე“ გამოთქვამს. თამარ ივერი აღნიშნავს, რომ ნამდვილი ხილისა და ბოსტნეულის გემოს შესაგრძნობად ის ბაზარში უნდა იყიდო.

თამარ ივერი წერს:

„ერთი რამ ვერ გამიგია, რატომ არის ამ დიდ ჰიპერმარკეტებში ასეთი უგემური ხილ-ბოსტნეული და ასე განსხვავებულად უფრო გემრიელი და ნატურალური – ბაზარში. რამდენი ამ დიდ მარკეტებში შეხვალ, პლასტმასებივით უგემური, უარომატო პომიდვრები, თურქული ვაშლები, წიწაკები, სტაფილოები, კარტოფილი ა.შ… მოკლედ, უგემურობების კორიანტელი. თითქმის ყველაფერს აწერია, რომ ან თურქულია ან სხვა ქვეყნის. ვერ გავიგე, ეს ფესტივალები და ჩვენებები „აწარმოე საქართველოში“ მხოლოდ თვალის ახვევაა და ჰიპერმარკეტებში მაინც იმპორტული ნაგავი შედის?

ვფიქრობ, რომ დიდ, არაჯანსაღ მაფიას აქვს ადგილი მანდ პროდუქტების შეტანაზე. დაგიმტკიცებენ, რომ ეს პლასტმასი უფრო გასინჯული, „ტექ-დათვალიერება“ ჩატარებული პროდუქტია და ა.შ.  მიზეზების გორა. არადა, დასანანია, ნამდვილი ხილ-ბოსტნეულის გემოს გასაგებად ისევ და ისევ დეზერტირების ბაზარში უნდა იაროს კაცმა“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები