თამარ ივერი: „რაღაც შიდა შესარჩევი კონკურსი არ უნდა არსებობდეს, როცა ქვეყანას ვიღაც წარმოადგენს?“

0
336

თამარ ივერი სოციალურ ქსელში „ახალ ტალღაზე“ ნათია რიგვავას გამოსვლას ეხმიანება. შეგახსენებთ, ქართველი გოგონა ამ მუსიკალურ კონკურზე 9 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზე გავიდა.

ცნობილი მეცოსოპრანო წერს:

„რა ხდება? ამდენი უნიჭიერესი ახალგაზრდა ჰყავს ქვეყანას და იურმალას კალიბრის კონკურსზე ძვრება ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის მომღერლის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფი მომღერალი. ყველაფერი პირად „გაჩალიჩებაზეა“? რაღაც შიდა შესარჩევი კონკურსი არ უნდა არსებობდეს, როცა ქვეყანას ვიღაც წარმოადგენს? მაშინ რაღა აზრი აქვს პროფესიონალიზმის ხვეწნას??? კითხვის ნიშანი უამრავია!!! პასუხი – ნული!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here