ბერლინი, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი და კიდევ მრავალი ქალაქი, სადაც მერსედეს ბენც მოდის კვირეული ტარდება და, მათ შორის, საქართველო. ეს უკანასკნელი უკვე მე-7 სეზონს მასპინძლობს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. წლევანდელი სეზონი, წინა სეზონებისგან განსხვავებით, გამორჩეული იქნება. საქართველოში სამოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი იმყოფება. მათ შორის, იტალიური ვოგის რედაქტორი, სარა სოზანი მაინო და პიტი უომოს წარმომადგენელი, ლაპო ჩანკი. გეტყვით, რომ წელს ივნისში პიტი უომოს გამოფენა-გაყიდვას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, სწორედ საქართველო და მერსედეს ბენც მოდის კვირეულის დიზაინერები უმასპინძლებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ პიტი უომო უკვე 46 წელია მამაკაცის ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლათფორმად ითვლება.
Home Uncategorized თაკო ნაცვლიშვილი ქართულ პოდიუმზე და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე დათუნა სულიკაშვილის სამოსში