თაკო ნაცვლიშვილი მორიგი ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა

0
27

თაკო ნაცვლიშვილი ქართველ მოდელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახლავთ და ბოლო ერთი წელია უამრავი ცნობილი ბრენდის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. პერიოდულად ვრცელდება მისი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პოდიუმებიდან.

დღეს თაკომ ახალი სეზონი პოპულარული იტალიური ბრენდის Genny-ს კოლექციის ჩვენებაზე დაიწყო და ორი ლუქი წარმოადგინა.

Genny-ს მოდის სფეროში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. ის დონატელა ჯირომბელიმ დააარსა 1962 წელს, თავიდან მცირე საწარმო იყო, შემდეგ კი, თავისი დახვეწილი სტილიდან გამომდინარე, ქალბატონების ყურადღება მიიპყრო. 1973 წელს კი მის მთავარ დიზაინერად ახალგაზრდა ჯანი ვერსაჩე მიიწვიეს, რის შემდეგაც ბრენდის პოპულარობა ერთიორად გაიზარდა.

2011 წლიდან Genny-ს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.