ჟურნალ „ბომონდის“ ახალი ნომრის გარეკანზე წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილია გამოსახული. ჟურნალისთვის ფოტოსესია დავით ერისთავმა გადაიღო. შეიძლება ითქვას, რომ თაკო ნაცვლიშვილი გარეკანზე ქალღმერთივით გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლა, რომელთა შორის არიან „არმანი“, „ვერსაჩე“, „რალფ ენდ რუსო“, ზუჰაირ მურადი და სხვანი.
როგორც ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავს, „შანელის“ კასტინგზე სამჯერ იყო – „აქედან ორზე პირდაპირ მივიღე უარი. ბოლო გასვლაზე, სულ ახლახან, პირველი ეტაპი წარმატებით გავიარე. დამიბარეს ე.წ. „ფითინგზე“. სამწუხაროდ, კოსტიუმები მკერდზე არ მომერგო. გულდასაწყვეტი იყო, რადგან პირველი ეტაპი გადალახული მქონდა და სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ჩვენებაზე გამოვიდოდი. მანამდეც მქონია ასეთი იმედგაცრუებები და მივეჩვიე. ამიტომ ასეთი წინააღმდეგობების გადალახვა აღარ მიჭირს. კასტინგზე ისე გავდივარ, რომ შედეგზე ნაკლებად ვფიქრობ. ფიასკოს შემთხვევაში გული რომ არ მეტკინოს, ამ საკითხს მარტივად ვუდგები“, დასძენს ულამაზესი მოდელი.