თაკო მელიქიშვილს შვილის გამოსაჯანმრთელებლად საზოგადოების დახმარება სჭირდება

0
782

თაკო მელიქიშვილმა მერიკო კარტოზიას გადაცემაში საკუთარი შვილის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრობლემების გადაჭრას მარტო უკვე ვეღარ ართმევს თავს.

თაკო მელიქიშვილი:

ჩემთვის რთული იყო აქ მოსვლა, თუმცა მე შევძელი და პირველად მომიწევს ასე საჯაროდ ჩემს პრობლემაზე საუბარი. ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, პირველი, რომელიც იყოფა 2016 წლამდე, შემდეგ კი, როცა ჩემს შვილთან, რატიკოსთან ერთად დავიბადე თავიდან, რადგან იყო ნაადრევი მშობიარობა, გადატვირთული გრაფიკის გამო, ამდენი მოგზაურობისა და კონცერტების ფონზე ჩემი რატი ნაადრევად დაიბადა. ორივეს სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. გადაარჩინეს რატი და გადავრჩი მეც. იმ პერიოდის გახსენება ძალიან მძიმე და რთულია ჩემთვის. ბავშვს ჰქონდა პრობლემები, იყო რეანიმაციაში. რთული ანტიბიოტიკები კეთდებოდა მის გადასარჩენად. სხვა გზა არ იყო. შეიძლებოდა, ამას გარკვეული კვალი დაეტოვებინა წლებთან ერთად… მჯეროდა, რომ ასე არ იქნებოდა.

ახლა რატი არის 4 წლის. გარდა იმისა, რომ მინდა, ისაუბროს, რასაც ვერ ახერხებს, მინდა, პირველ რიგში დამიძახოს დედა და მჯერა, რომ ასე იქნება. მე ყველაფერს გავაკეთებ.

მერიკო კარტოზიამ მოუწოდა საზოგადოებას, დაეხმარონ თაკო მელიქიშვილს, რომ შვილის გამოჯანმრთელებაში დაეხმარონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here