თაკო მელიქიშვილი ბავშვობიდან მღერის. პროფესიით ჟურნალისტი გახლავთ, თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზეც სწავლობდა. ცამეტი წელია, რაც რადიო “არ დაიდარდოს” წამყვანია და სწორედ აქედან, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. ის საზოგადოებამ განსაკუთრებით მაშინ გაიცნო, როდესაც მომღერალ გიორგი დათიაშვილთან ერთად “წითელი ბასანოჩკები” შეასრულა და ჰიტის სტატუსიც შეიძინა. მას შემდეგ თაკო მელიქიშვილი სიმღერებს აქტიურად წერს და ამჯერადაც, რადიო “არ დაიდარდოს” ეთერში მსმენელს ახალი სიმღერის პრემიერა შესთავაზა. “მეგონა” ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ავტორიც ცირა ბზიშვილი გახლავთ. სიმღერა რეალურ ისტორიაზეა შექმნილი, რომელიც ყველა ქალის სათქმელს გადმოსცემს.