თაკო გაჩეჩილაძემ „ფეისბუქზე“ განათავსა ფოტო, სადაც წითელ საცვლებსა და გადასაცმელშია გამოსახული. მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია. ამას მისი „ფეისბუქ“-მეგობრებიც აღნიშნავენ. ერთ-ერთი წერს – „როგორი ცხელი ფოტოა“.
თაკომ ფოტოს დააწერა: „გილოცავთ ვალენტინობას!..“ მის ამ პოსტს მომღერალი გიორგი ჩიქოვანიც გამოეხმაურა: „ისეთ ფორმაში გვილოცავ, რომ წყვილები დაშორდნენ“, რამაც თაკოს გამხიარულება გამოიწვია.
როგორც აღმოჩნდა, მომღერალი გადაღებაზე გახლდათ.