2017 წელს თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ წარდგა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა განვითარდა და 2018 წლის შემოდგომაზე მათ იქორწინეს.
მომღერალმა მცირე ხნის შემდეგ საზოგადოებას გაუმხილა, რომ საყვარელი მამაკაცისგან ბავშვს ელოდებოდა.
პატარა 21 იანვარს დაიბადა. სოციალურ ქსელში თაკოს მეგობრები გოგონას შეძენას ულოცავენ და მას პატარა პრინცესას უწოდებენ.
თაკო გაჩეჩილაძე დაქორწინების შემდეგ ვენაში, მეუღლესთან გადავიდა საცხოვრებლად.