თაკო გაჩეჩილაძე: „სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში ძალიან მეხმარება ლოცვა…“

თაკო გაჩეჩილაძე: „სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში ძალიან მეხმარება ლოცვა…“

თაკო გაჩეჩილაძე ეკო ფანგანს სტუმრობდა „იმედის დღეში“. მომღერალი საქართველოში ორ შვილთან ერთად ჩამოვიდა და ცოტა ხანს აქ დაყოფს. ელია და გაბრიელა – ასე ჰქვიათ მომღერლის შვილებს.

„აქ რომ ვართ, მეხმარება დედა, როდესაც ვენაში ვარ, მეხმარება დედამთილი. გვყავს არაჩვეულებრივი ძიძა. ძალიან რთულია, მაგრამ მადლობა ღმერთს, სწორი ნაბიჯი გადავდგი. მადლობა ღმერთს, რომ ეს ორი ანგელოზი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

ბევრი გამოკითხვა არ მჭირდება, მაგრამ თუკი სახლიდან გასული ვარ და რამე გამოვტოვე, აუცილებლად ვეკითხები დედას, ძიძას, როგორ არიან.

ვფიქრობ, დედის როლი იმაზე მეტია, ვიდრე იმაზე ფიქრი, ბავშვმა რა ჭამა. ვფიქრობ, აღზრდას აქვს მთავარი მნიშვნელობა. საწყის წლებში როგორც განუვითარდება ნერვული სისტემა და ფსიქოტიპი, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. მე უფრო ამას ვაქცევ ყურადღებას…

სულიერი სიმშვიდე ურთულესი ამბავია. ადამიანმა ამას თუ მიაღწია, ის პიროვნებად არის ჩამოყალიბებული. თუკი მარტო შენს თავთან დარჩენილი სულიერად მშვიდი ხარ, პრობლემა აღარ გაქვს. ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა. ამას ხელს უწყობს ძალიან რწმენა. მე ასე ვფიქრობ. სხვას არ ვახვევ თავს ჩემს სარწმუნოებას. ვიღაცას შეიძლება, მზის სწამს… ჩემთვის ეს არის ღმერთი და ჩემი სარწმუნოება. ლოცვა გეხმარება ძალიან. შენს ოჯახში, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არ არის ენერგოვამპირები. ფსიქოლოგთან სიარული… ძალიან ბევრ ადამიანს ერიდება ამის თქმა. რატომ არის ეს ასეთი პრობლემა, ვერ ვხვდები, მაგრამ მე, როცა დამჭირდება ხოლმე, თვეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ, მივდივარ და ვსტუმრობ ჩემს ფსიქოლოგს…“, აღნიშნავს თაკო ტელეინტერვიუში.

(ფოტოები/ვიდეო)

სიახლეები/

|

April 1, 2021 / 3:16 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

პირველი პროფესიონალური ფოტოები თაკო მელიქიშვილის ახალი კლიპის გადაღებიდან

ცნობილი მომღერალი, „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, თაკო მელიქიშვილი თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეორგოლით გაანებივრებს. კლიპის გადაღებები უკვე დასრულებულია. რეჟისორმა ზურაბ ციციშვილმა ყველა ჩანაფიქრი განახორციელა და ვიდეროგოლში რამდენიმე ლოკაცია გამოიყენა. თავად მომღერალიც სხვადასხვა ფორმაში მოგვევლინება კლიპში. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ტექსტისა და მელოდიის ავტორიც ის გახლავთ. ცირა ბზიშვილსა და თაკო მელიქიაშვილს […]

ფოტო: შორენა ბეგაშვილი აბაზანაში შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს

შორენა ბეგაშვილს ძალიან უყვარს სხვადასხვა ტიპის ქალის თეთრული და ამის დემონსტრირებას ხშირად ახდენს სოციალურ ქსელებში. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სექსუალურ შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს. ფოტო აბაზანაშია გადაღებული. (ფოტო)

ვიდეო: ორსული ცნობილი გოგონების ცვენა „მელომანში“

„12 მონაწილე მელომანში“, ასეთი ანონსი აქვს „იმედის“ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ შოუს. მართალია, გადაცემაში, ტრადიციულად, ექვსი მონაწილეა, მაგრამ ექვსივე მათგანი ორსულადაა – ნატალია ქუთათელაძე, რუსკა მაყაშვილი, თინათინ წულაძე, მარიტა ჯანაშია, მაკო კვიტაიშვილი, ანკა ვასაძე. ცნობილი გოგონები, მიუხედავად ფეხმძიმობისა, ყველაზე აქტიურები არიან და ცეკვასაც არ ერიდებიან. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თაკო გაჩეჩილაძემ დაბადების დღე ვიწრო წრეში მეუღლესთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა

თაკო გაჩეჩილაძე 18 მარტს იუბილარი გახლდათ. მომღერალს 28 წელი შეუსრულდა. ის ამ თარიღს თბილისში, მეუღლესთან, პროდიუსერ ბორის მილანოვთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად შეხვდა. დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში აღინიშნა. თაკომ მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები მიიწვია, რომელთა შორის იყვნენ ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და პიანისტი, ნიკა ნიკვაშვილი, მომღერლის სხვა რამდენიმე მეგობართან ერთად. თაკომ დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები […]

გაჩეჩილაძეების ბედნიერი ოჯახი: „დღეს ჩემი მზეჭაბუკი გაქრისტიანდა…“

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე რამდენიმე წელია, გათხოვდა. მისი მეუღლე პროდიუსერი და კომპოზიტორი, ბორისლავ მილანოვია. წყვილი ავსტრიაში ცხოვრობს, თუმცა თაკო ხშირად არის საქართველოში. ამჟამადაც აქ არის თავის ორ შვილთან ერთად. მომღერლისა და პროდიუსერის წყვილს გოგონა და ბიჭი ჰყავთ. ბიჭუნას ნათლობა ახლახან იყო. ნინო გაჩეჩილაძემ დისშილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დღეს ჩემი პატარა, ცისფერთვალება მზეჭაბუკი ელია […]

თაკო გაჩეჩილაძის ემოციებით სავსე მიმართვა შვილს: „შენ მე შემცვალე…“

დღეს თაკო გაჩეჩილაძისა და ბორის მილანოვის ქალიშვილს, გაბრიელას ერთი წელი შეუსრულდა. თაკო გაჩეჩილაძემ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავს: „დღეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის დაბადების დღე! მადლობა, გაბრიელა იმისთვის, რომ მოხვედი ჩემთან და ამირჩიე დედად და რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე! შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და შემცვალე […]

თაკო გაჩეჩილაძე: „ვფიქრობ, ყველაზე სექსუალური მეუღლე მყავს!..“

თაკო გაჩეჩილაძე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. მისი მეუღლე პროდიუსერია, ბორისლავ მილანოვი თამარამ „ევროვიზიაზე“ გაიცნო და წყვილის ურთიერთობა ქორწილით დაგვირგვინდა, მცირე ხნის წინ კი მათ შვილი შეეძინათ. თაკომ ბორისლავის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ვფიქრობ, ყველაზე სექსუალური მეუღლე მყავს. გილოცავ დაბადების დღეს და დიდი მადლობა ყველაფრისთვის…“ წყვილი ავსტრიაში ცხოვრობს, თუმცა თაკო ხშირად ჩამოდის საქართველოში. (ფოტოები)

თაკო გაჩეჩილაძის მეუღლემ წლევანდელი „ევროვიზიისთვის“ ორი სიმღერა დაწერა (ვიდეო)

თაკო გაჩეჩილაძის უცხოელი მეუღლე წარმატებული კომპოზიტორი და პროდიუსერია. ის წლებია, აქტიურად მუშაობს „ევროვიზიისთვის“ და შესაბამისი დაკვეთებიც აქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც საევროვიზიოდ სიმღერებს უწერს. წელს ბორისლავმა „ევროვიზიისთვის“ ორი წარმატებული ნამუშევარი შექმნა. ერთი მალტის წარმომადგენლისთვის, მეორე კი აზერბაიჯანის კონკურსანტისთვის. ამ ორს შორის უფრო მეტად „ევროვიზიის“ მაყურებელს ჩინგიზის გამოსვლა მოეწონა, სიმღერამ სახელწოდებით Turth მომღერალსა და აზერბაიჯანს წლევანდელ […]

რეკლამა