თაკო გაჩეჩილაძე: „სანამ ტუჩს ხელოვნურად გავიდიდებდი, ბევრად ლამაზი ვიყავი“

0
4407

თაკო გაჩეჩილაძე ჟურნალ „სარკესთან“ საკუთარი გარეგნობის შესახებ საუბრობს. მომღერალი ამბობს: „სანამ ტუჩს ხელოვნურად გავიდიდებდი, ბევრად ლამაზი ვიყავი“. ამ თემაზე თაკო მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ეტყოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა.

მომღერალი ამბობს:

შეუძლიათ, ჩემი ბავშვობის ფოტოებს გადახედონ, ოღონდ იქამდე, სანამ ტუჩს ხელოვნურად გავიდიდებდი, რასაც ძალიან ვნანობ. ვფიქრობ, რომ მაშინ ბევრად ლამაზი ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ.

რამ გადაგაწყვეტინათ ტუჩის გადიდება?

მეგობრებიდან ყველა მეუბნებოდა, სულელი ხარ, ისედაც ლამაზი ტუჩები გაქვს და გადიდება რაღად გინდაო. ახლა ვხვდები, რომ მართლები ყოფილან. საბედნიეროდ, სამუდამო არ გამიკეთებია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბუნებრივი ტუჩები მალე დავიბრუნო. ამისთვის სპეციალურ პროცედურებსაც ვიტარებ. ყველას მოვუწოდებ, თუ ისეთი რაღაც არ გჭირთ ტუჩზე, რაც თვალშისაცემია, ზედმეტად ხელი არ ახლოთ“, აღნიშნავს თაკო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here