თაკო გაჩეჩილაძე ქეთა თოფურიას იცავს: „15 წელია, მოსკოვში ცხოვრობს და ფაქტობრივად, იქაურია…“

0
3576

თაკო გაჩეჩილაძე დიდი ხნის მეგობარსა დ აკოლეგას, ქეთა თოფურიას იცავს. მომღერალი გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ ქეთა დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და მისი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა გასაკვირი არ არის.

თაკო წერს:

„ხალხო! ეს გოგო მოსკოვში ცხოვრობს უკვე 15 წელია, იქ გახდა ვარსკვლავი, იქ გათხოვდა, შვილი გააჩინა და ფაქტიურად, იქაურია. გავიგეთ, რომ წარმოშობით ქართველია, მაგრამ დღეს მისი სახლი არის მოსკოვში და რა გაუ…ეთ საქმე?

დამშვიდდით და ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს მიხედეთ ჯობია, ვიდრე ქეთა თოფურიამ სად იმღერა“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან გამოვიდა ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი კლიპი, სადაც ქეთა თოფურიაც მღერის. ამან ქართული საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

თაკო გაჩეჩილაძის ამ სტატუსსაც არ მოჰყოლია დადებითი კომენტარები.

„გეთანხმები, მაგრამ საქართველოში რა პირით უნდა ჩამოვიდეს?“

„სამშობლო ცოტა უფრო ფართო ცნება ხომ არაა, ვიდრე პირადი წარმატება? არავის არ ვერჩით , თუმცა წყენა სრულიად ლოგიკურია…“

„თოფურია თავისუფალია და იმას აკეთებს რაც სწორად მიაჩნია, ხალხიც იმას ამბობს რაც დაინახა, პუტინის მეხოტბეა, პირადი კეთილდღეობა გაცვალა ეროვნულ ღირსებაზე და სამარცხვინო ქართველია… მოღალატეა, ჩემი აზრით…“

„ეგ სერიოზულად დაწერე? თუ მაინც შენი დაქალია და…“

თუმცა ზოგიერთმა კომენტარის ავტორმა ქეთას დაცვაში თაკო გაჩეჩილაძეს მხარი აუბა:

„„როდესაც გუდაურზე უყვებოდა რუსეთს, როდესაც სოჭი ჩვენი რომ იყო, ხმამაღლა ამბობდა, როდესაც ძალიან ბევრ ქართველს გვერდით დაუდგა და დაეხმარა, რატომ არავინ იმჩნევდა? რატომ არავინ ამბობდა, რომ “ნამდვილი” ქართველია?! რომელი მოიქცეოდით ისე როგორც ახლა მოგაქვთ თავები :))) მეცინება!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here