თაკო გაჩეჩილაძე: „ოქტომბერში ქორწილი ვენაში მექნება… ძალიან მინდა, ბავშვი გავაჩინო…“

0
1610

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე თხოვდება. მისი მეუღლე მუსიკალური პროდიუსერია ბორის ლავ მილანოვია, რომელიც მან „ევროვიზიაზე“ გაიცნო. თავისი სიყვარულის ამბის დეტალები და სამომავლო გეგმები „დღის შოუს“ გაანდო, სადაც სტუმრად იმყოფებოდა.

თაკო გაჩეჩილაძე;

„ევროვიზიაზე“ ტყუილად არ წავსულვარ. ასე მოხდა (იღიმის). სხვათა შორის, არ ვთვლი, რო ჩემი გამოსვლა წარუმატებელი იყო… იქ გავიცანი ერთ-ერთი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი, იმ წელს სამ ქვეყანას წარმოადგენდა, ბულგარეთს, საიდანაც თვითონაც არის წარმოშობით და კიდევ ერთი-ორი ქვეყანას, რომელიც არ მახსოვს.

თავიდან ძალიან ვმეგობრობდით. ვატყობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ იმ პერიოდში კაცი, ბიჭი, არავინ არ მაინტერესებდა. მარტო საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული. რომ მორჩა „ევროვიზია“ და ჩამოვედი, არ გამანება თავი. ვერაფრით ვერ მომიდგა და რომ მიხვდა, არაფერი გამოვიდოდა სხვანაირად, მომწერა, ძალიან მაგარი მომღერალი ხარ და მინდა, სიმღერა დაგიწეროო. ამაზე უარი არ ვუთხარი. მისი სიმღერა შარშან მეორე ადგილზე გავიდა. მე რაც დამიწერა, იკითხეთ, სად არის, არ მაღირსა (იცინის). ჩავედი, მართლა ვიმუშავეთ და ჩავწერეთ ძალიან კარგი სიმღერები, რომლებიც მზადდება და გამოვუშვებთ მომავალ წელს. ძალიან განსხვავდება მათი და ქართული პროდიუსინგი ერთმანეთისგან. ის ფიქრობს, რომ ამას უნდა შემზადება და ზუსტ დროს უნდა გამოშვება.

პარიზში გვქონდა ნიშნობა. ჩემი საყვარელი ქალაქია. ისიც შეეგუა ამას. ბორის ლავ მილანოვია, მაგრამ მე ბობის ვეძახი. გაიზარდა ავსტრიაში, კეძოდ, ვენაში. მისი ოჯახიც იქ ცხოვრობს და სავარაუდოდ, მეც ვენაში გადავალ…

ოქტომბერში ვენაში ქორწილი გვექნება.

როგორც თაკო გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კარიერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა ასეთი მეუღლე შეხვდა – „მე თვითონაც ვერ გავძლებ და თვითონაც აუცილებლად ძალიან დამეხმარება, რადგან მგულშემატკივრობს, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, ბავშვი გავაჩინო, რადგან ვფიქრობ, დროა… დედაც დამეხმარება, ბობიც, ძიძაც…“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here