19.8 C
Tbilisi
Wednesday, September 14, 2022

თაკო გაჩეჩილაძე “ბოღმა კოლეგებს“ ეხმაურება – “რამდენი ყოფილხართ, ღმერთმანი…“

თაკო გაჩეჩილაძე გუშინ თბილისობაზე ჩატარებულ კონცერტს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, რამდენიმე კოლეგამ, მათ შორის ნინო ჩხეიძემ, გიგა კუხიანიძემ და მაიკო კაჭკაჭიშვილმა კონცერტი, რომელიც თბილისობას მიეძღვნა, მწარედ გააკრიტიკეს. როგორც ჩანს, სწორედ ამას ან კიდევ სხვა კოლეგების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება თაკო გაჩეჩილაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და წერს:

“გუშინდელი კონცერტის მერე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდნენ ბოღმა “კოლეგები“… ალბათ, ახალი წლის კონცერტის შარშანდელი ამბავიც განმეორდება. რამდენი ყოფილხართ, ღმერთმანი. ძალიან უხერხულია… და სასაცილო“.

takos-statusi

Latest Posts

ბოლო სიახლეები